მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მალქოს ასური
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მალქოს ასური (მე-4) იყო ანტიოქელი მიწათმოქმედის ერთადერთი ვაჟი. მშობლებს მისი დაქორწინება უნდოდათ, მაგრამ მალქოსი წავიდა სახლიდან და ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. მამის სიკვდილის შემდეგ მალქოსმა დედის მონახულება გადაწყვიტა. მონასტრის იღუმენმა მორჩილს კურთხევა არ მისცა, მაგრამ მალქოსმა არ გაუგონა და ანტიოქიაში მიმავალ მოგზაურთა ჯგუფს შეუერთდა. გზაში მოგზაურებს სარკინოზები დაესხნენ თავს, შეიპყრეს და მონებად წაიყვანეს. ბატონმა მალქოსი აიძულა ერთ-ერთ მონა ქალზე დაქორწინებულიყო. მალქოსმა მეუღლესთან შეთანხმებით უბიწოება შეინარჩუნა და მასთან ერთად გაიქცა ტყცეობიდან. ბატონისგან დევნილი ლტოლვილები ლომის ბუნაგში დაიმალნენ. ლომმა მდევარი გაგლიჯა, მალქოსსა და მის მეუღლეს კი არ გაჰკარებია. წმიდა მალქოსმა მეუღლე დედათა მონასტერში დატოვა, თვითონ კი თავის სავანეში დაბრუნდა. ამასობაში იღუმენი გარდაცვლილიყო. ამის შემდეგ მალქოსს მონასტერი არ დაუტოვებია და იქვე მიიცვალა მშვიდობით. |