მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა კირილე ალექსანდრიელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა კირილე ალექსანდრიელი წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო.მან კარგი საერო განათლენა მიიღო, ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ ყველაზე მეტად წმიდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმიდა მაკარის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც 6 წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ(385-412) დიაკვნად აკურთხა წმიდანი და როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწე მეუფე სათავეში ჩაუდგა მის სამწყსოში გავრცელებული ნოვაციანეს ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნის დროს მართლმადიდებლობისაგან განმდგარ ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება. უფრო საშიშ მტრებს ეკლესიისთვის წარმოადგენდნენ იუდეველები, რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტიანთა მხეცური მკვლელობის თანხლებით. წმიდა კირილეს დიდხანს მოუხდა მათთან მრძოლა. წარმართობის ნაშთებიც რომ აღმოეფხვრა, მღვდელმთავარმა ძველი საკერპოდან ბოროტი სულები განდევნა, იმ ადგილას მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში უვერცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. ამასობაში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი-ნესტორიანობა. ნესტორი, ასტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნევნობის დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს ეძახოდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. წმიდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი შეცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინოპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმიდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი უმცროსს (408-450) კი- ორი ტრაქტატი ეროსის სამხილებლად. წმიდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც გაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ეროსის აღმოცებნების შესახებ. ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ თვით ნესტორის თანდასწრებით საეკლესიო კათდრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმიდა მარიამს ღვთისმშობელ მარიამს უწოდებდა. ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორსა და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა. წმიდა პატრიარქი კი განაგრძობდა ბრძოლას მართლმადიდებლობის დასაცავად.მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა 431 წელს. მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ქრისტიანული ეკლესიიდან. ნესტორი იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა დაიწყეს. კრების მამებმა წმიდა კირილე ალექსანდრიელის თავჯდომარეობით განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებიდა. მაშინ, იმპერატორის ბრძანებით, მღვდელმთავრები-კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს, მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორიმაც. მალე კირილე და მემნონი გაათავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, უფლის სასჯელს ვერ ასცდა: იგი მღვდელთმსხურებიდან განიკვეთა და იმპერატორის ბრძანებით შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც საშინელ ტანჯვაში აღესრულა:ღვთისმშობლის მაგინებელი მისი ენა მატლებმა დაჭამეს. ეფესოს კრების დადგენილებას სხვებთან ერთად იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც აწერდნენ ხელს. მღვდელმთავარი კირილე 32 წლის განმავლობაში მართავდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის დასასრულისთვის ალექსანდრიის ეკლესია მთლიანად განიწმიდა ერეტიკოსთაგან. წმიდანი ფრთხილად და სიყვარულით ეპყრობოდა მათ, ვინც გულუბრყვილობისა და უმეცრების გამო ვარდებოდა ამაოდბრძნობაში. ნეტარმა კირილემ შესძლო შესძლო დაეძლია წარმოდგენა წმიდა იოანე ოქროპირზე(407. ხს. 13 ნოემბერს). ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმიდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმიდა მღვდელმთავარი. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა (436-440.ხს, 4 თებერვალს) არაერთხელ მიმართა მღვდელმთვარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმიდანთა დიპტიხში შეეტანა, მარამ ამაოდ; ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში-თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უთხრა წმიდა იოანე ოქროპირს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა:“შეუნდე ჩემი გულისთვის.მან ბევრი იღვაწა ჩემი დაცვისთვის, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის“. მაშინ იოანემ თქვა:“ ყოვლადწმიდა დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით“, შემდეგ კი სიყვარულით გადეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი. კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი მამის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად. |