მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე ბარლაამი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ბარლაამი სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. როცა იმპერატორმა დიოკლიტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უკვე მხცოვანი ბარლაამიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მტარვალის ბრძანებით იგი საკერპოში შეიყვანეს, წარმართული სამსხვერპლოს წინ დააყენეს და მარჯვენა ხელისგულზე გახურებული ნახშირი დაუდეს. უსჯულო ხელისუფალი ფიქრობდა, რომ ბარლაამი ვერ გაუძლებდა ტკივილს, ნაკვერჩხალს საკურთხეველზე დაყრილ საკმეველზე დააგდებდა და ამგვარად, მსხვერპლს შესწირავდა, მაგრამ ნეტარ მოწამეს მანამ ეპყრა ხელთ გავარვარებული მუგუზლები, სანამ ხელები არ დაეწვა. ამის შემდეგ მან სული უფალს შეჰვედრა(304). |