მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე დასი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე დასი დუნაისპირა ქალაქ დოროსპოლში დაიბადა. ამ დროს მე-2 საუკუნის ბოლოსა და მე-3 საუკუნის დასაწყისში, მთელ ევროპაში ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოება. წმიდა დასი თანაუგრძნობდა ქრისტიანებს, მაგრამ მისი ირგვლივ არსებული წარმართული გარემო საშუალებას არ აძლევდა მონათლულიყო და განცხადებულად ეღიარებინა ჭეშმარიტი ღმერთი. ერთხელ ქალაქის მცხოვრებლები წარმართული ღვათაების სატურნის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ჩვეულებისამებრ, დღესასწაულამდე 30 დღით ადრე წარმართები მშვენიერ ჭაბუკს არჩევდნენ ხოლმე, მდიდრულ შესამოსელს აცმევდნენ, მეფურ პატივს მიაგებდნენ, ზეიმის დღეს კი კერპს მსხვერპლად სწირავდნენ. ამჯერად თანამოქალაქეთა არჩევანი დოროსპოლის მცხოვრებთა შორის ყველაზე გამორჩეულ წმიდა დასიზე შეჩერდა. ეს რომ შეიტყო, წმიდანმა თქვა: „ თუ სიკვდილი მიწერია, სჯობს ქრისტესთვის მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“. მან უშიშრად აღიარა მაცხოვარი, გაბედულად ამხილა წარმართთა უსჯულოება და ბევრი მათგანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ამისთვის იმპერატორების:დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს(284-305) ბრძანებით სასტიკად წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს. |