მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები-მოწაფე მისი, იოანე, სავეროსი, ისააკი და იპატი-სპარსელი ეპისკოპოსნი, წმიდა მოწამენი: აზატი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები-მოწაფე მისი, იოანე, სავეროსი, ისააკი და იპატი-სპარსელი ეპისკოპოსნი, წმიდა მოწამენი: აზატი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი სპარსეთს წამებულნი. სპარსეთის მეფის, საპორ მე-2 -ის მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ. უღმრთოებმა 80 წლის მღვდელმთავარ ნერსესსა და მის მოწაფეს, იოსებს თავები მოჰკვეთეს, იოანე ისააკ და იპატი ეპისკოპოსები ქვებით ჩაქოლეს. მღვდელმთავარი სავეროსი საპყრობილეში აღესრულა და უკვე გარდაცვლილს მოჰკვეთეს თავი. წმიდა მოწამე აზატ საჭურისი ერთმა განდგომილმა ხუცესმა დაახრჩო. ქრისტესთვის ტანჯვა-წამება და სიკვდილი დაითმინეს მოწამეებმა: სასონმა, თეკლემ, ანამ და მრავალმა სხვა მართლმორწმუნემ. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს(343). |