მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე მენინგი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე მენინგი უბრალო ხელოსანი იყო. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილ წმიდა მენინგის უფალმა განსაკუთრებული წყალობა მიმადლა: ნეტარმა ორჯერ გაიგონა ზეციური ხმა. რომელმაც ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრულისკენ მოუწოდა. იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას ერთი ასეთი სასწაული აღესრულა: ანგელოზმა პყრობილი ქრისტიანები ციხიდან გაანთავისუფლა. ამის შესახებ რომ შეიტყო, მენინგი სიხარულით აღივსო და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე. მას მოაგონდა ზეციური მოწოდება ქრისტესთის მარტვილობისაკენ, დახია მოედანზეწ გამოკიდებული უსჯულო დეკიუსის ბრძანება მართლმორწმუნეთა დევნის შესახებ და საჯაროდ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს (250). აღსასრულის წინ მოწამის ბაგეებს თეთრი მტრედი მოსწყდა. |