მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე პროკოფი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე პროკოფი იერუსალიმის ტაძრის მედავითნე იყო. იგი მკაცრი მოსაგრის ცხოვრებით ცხოვრობდა, რისთვისაც უფალმა ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღვთის სიტყვის მქადაგებელი შეიპყრეს, პალესტინის კესარიაში სამსჯავროზე წარადგინეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს (303). ღირსი აგაბო ისმაიტელი სირიაში მოღვაწეობდა. იგი ღირსი ევსების მორჩილი იყო, წმიდანი მუდამ ფეხშიშველი დადიოდა, წელზე ჯაწვებს ატარებდა, არ წვებოდა.მუდმივი შინაგანი ლოცვისა და მდუმარების 38 წლიანი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა. |