მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა იოანე წინასწარმხედველი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა იოანე წინასწარმხედველი დაიბადა მე-4 საუკუნის დასაწყისში. ცხოვრობდა ქალაქ ლიკოპოლისში(შუა ეგვიპტე). 25 წლის ასაკში წმიდა იოანე წავიდა მონასტერში და ბერად აღიკვეცა. 15 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა იგი სხვადასხვა სავანეში, შემდეგ კი, განმარტოებით ცხოვრების მსურველმა, თებაიდის ერთერთ მთას მიაშურა. მასთან მისულ ხალხთან ღირსი მამა პაწაწინა სარკმლიდან საუბრობდა, აქედანვე ღებულობდა მწირ საზრდოს. 30 წლიანი დაყუდებული ცხოვრების შემდეგ წმიდა იოანემ ღვთისაგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. იმპერატორ თეოდოსი დიდს(379-395) მან უწინასწარმეტყველა მაქსიმესა და ევგენიზე გამარჯვება და ძლევამოსილი ომები გალების წინააღმდეგ. მასთან მისულებს წმიდა მამა მომავალს აუწყებდა და რჩევას აძლევდა, ავადმყოფებს მაკურნებელ ნაკურთხ ზეთს სცხებდა. ღირსმა იოანემ თავისი ცხოვრების აღმწერელს, ბერ პალადიუსს ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა. მისი წინასწართქმა ახდა. ღირსი იოანე აღესრულა ღრმად მოხუცი, 90 წლის ასაკში, 395 წელს. |