მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათნი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათნი მის თანა 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) მეფობისას აღესრულნენ ქრისტესათვის. ბითვინიის (მცირე აზია) მთავარმა, აკვილინემ 370 მართლმორწმუნე შეაპყრობინა და წამებით აიძულებდა მათ, კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირათ. ქრისტიანთა ტანჯვა რომ იხილა, ადგილობრივმა მკვიდრმა, დიდებულმა პარამონმა შესძახა: „ რამდენი უდანაშაულო იღუპება იმისთვის, რომ უსულო კერპებს არ სცემს თაყვანს!“ ამისთვის ისიც შეიპყრეს, ენა გაუხვრიტეს, სხეული მახვილებით დაუსერეს და ბოლოს, სხვა 370 მოწამესთან ერთად თავი მოჰკვეთეს. |