მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ფრუმენტი-ინდოელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ფრუმენტი-ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპსიკოპოსი, ღვთის განგებით, ბავშვობიდანვე მეფის კარზე აღიზარდა და მისი სიბრძნისა და გონიერების წყალობით მეფის უახლესი მრჩეველი და ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო. ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობის მიზნით წმიდანი ალექსანდრიაში ჩავიდა და წმიდა მღვდელმთავარი ათანასე დიდი (326-373, ხს. 2 მაისს) მოინახულა. წმიდა ათანასეს კურთხევით ფრუმენტი აბისინიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ასე რომ, ნეტარი ახალ ხარისხში დაუბრუნდა ქვეყანას. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგებისა და სასწაულების გავლენით მეფემ და მისმა მრავალმა ქვეშევრდომმა ნათელიღო. მას შემდეგ, რაც მოციქულებრივი ღვაწლი გასწია აბისინიის ხალხის მოსაქცევად, ფრუმენტი მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა მისადმი მინდობილ სამწყსოს, ბოლოს კი, ღრმად მოხუცებულმა, დაახ. 380 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. |