მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წინასწარმეტყველი ნაუმი
#წმინდათა ცხოვრება წინასწარმეტყველი ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე 200 წლით ადრე იოანა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით განუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ. წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა: ძმელი მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი ქალაქი მტრებმა ერთიანად დაანგრიეს და გაძარცვეს, მდინარე ტიგროსის ადიდებამ კი საბოლოოდ გაანადგურა იგი. წინასწარმეტყველი ნაუმი ახალი აღთქმის მოვლენებსაც წინასწარ ჭვრეტდა: „მალეობენ, ეგერა, ფერანი მთათა ზედა მახარებელის და მომთხრობელისათა მშვიდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინინ მერმე განვლაი დასაძუელებლად მოესრულოს, მოიკლას“ (ნაუმ.1,15). უფლის რჩეულის ცხოვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა. იგი 45 წლის ასაკში მიიცვალა. |