მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე მიროპია
#წმინდათა ცხოვრება მოწამე მიროპია დაიბადა ქალაქ ეფესოსი. მას მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა. წმიდა მიროპია ხშირად ნახულობდა მოციქულ ფილიპეს ასულს, წმიდა მოწამე ერმიონიას(ხს.4 სექტემბერს) საძვალეს, მისი ნაწილებიდან გადმომდინარე მირონი მოჰქონდა და სნეულებს კურნავდა. როცა დეკიუსმა(249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდანმა დედასთან ერთად კუნძულ ქიოსს მიაშურა სამოღვაწეოდ. კუნძულის მმართველის ბრძანებით კეთილმსახურ მხედარ ისიდორეს(ხს.14 მაისს) წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა მიროპიამ წმიდანის ნეშტი ფარულად წაასვენა და მიწას მიაბარა. შემდეგ მმართველლთან გამოცხადდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ნეტარი სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ცააგდეს. შუაღამისას საკანი გაბრწყინდა. წმიდა მოწამე ისიდორე ანგელოზების თანხლებით წარდგა ქალწუოლმოწამის წინაშე. საპყრობილე კეთილსურნელებით აივსო და ნეტარმა მიროპიამ სიხარულით შეჰვედრა სულ უფალს. ამ სასწაულის მოწმე წარმართმა ციხის მცველმა მღვდელს მოუთხრო ყველაფერი, ნათელ-იღო და ისიც მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესათვის. |