მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე, სამოცდაათტაგანნი
#წმინდათა ცხოვრება მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე, სამოცდაათტაგანნი, თორმეტი მოციქულის არჩევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თავად უფალმა იესო ქრისტემ გამოარჩია და სახარების სიტყვის საქადაგებლად გაგზავნა(ლკ.10, 1-24). შემდგომში ყველა მათგანი, გარდა ონისიფორესი, მშვიდობით მიიცვალა. ეკლესია სოსთენს, კეფას, კესარიოსს და ეპაფროდიტეს 30 მარტსაც იხსენიებს და ცნობები მათ შესახებ ამ საკითხავშია ჩართული. წმიდა ტვიქიკე-პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი-მცირე აზიელი იყო. მოციქულთათვის პირველი პყრობილების დოს მისი ეპისტოლეები სწორედ ტვიქიკემ ჩაუტანა ეფესელებსა და კოლასელებს. წმიდა ონისიფორემ მოციქულებრივი ღვაწლი ქალაქ პარიაში, ეფესოს მახლობლად მოწამეობრივად დაასრულა(მის შესახებ იხილეთ 7 სექტემბრის საკითხავებში). |