მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამენი: 62 ხუცესი და 300 ერისკაცი
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: 62 ხუცესი და 300 ერისკაცი აფრიკაში ეწამნენ 477 წელს. იმპერატორ ზენონის(475-491) ზეობისას ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ვანდალთა სამეფოს მმართველმა ჰუნერიხმა (477-484) არიანელ ეპისკოპოსთა თანადგომითა და ხელშეწყობით მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო. როცა მორწმუნენი ერთ-ერთ ტაძარში შეიკრიბნენ საღვთო ლიტურგიის ფარულად აღსასრულებლად, მათ ბარბაროსთა მხედრობა დაესხა თავს. მლოცველთა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში უფრო მტკიცე 300 ქრისტიანი კი ნებით ჩაბარდა მტერს. უღმრთოებმა ისინი ჯერ აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. 62 ხუცესიდან ორი დაწვეს, სხვებს ენები ამოაჭრეს, მაგრამ ღვთის მადლით, მათ მაინც განაგრძეს ქადაგება და არიანელთა ცრუსწავლების მხილება. |