მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამენი იონა, ბარაქისე და სხვანი
წმიდა მოწამენი: იონა, ბარაქისე, და სხვანი (დაახ.327-331); წმიდა მოწამენი იონა, ბარაქისე და სხვანი სპარსეთში აღესრულნენ ქრისტესთვის მეფე საპორის დროს, ერთი ცნობით 327, სხვა წყაროს მოწმობით კი-330 ან 331 წელს. ძმებმა შეიტყვეს, რომ ქალაქ ბარაბოქში ქრისტიანებს აწამებდნენ, წავიდნენ და ნუგეში სცეს დატყვევებულ მოწამეებს. წმიდა იოანე და ბარაქისე შეიპყრეს და სპარსელ მთავრებს წარუდგინეს. წმიდა მოწამეებმა საჯაროდ აღიარეს ქრისტე, რისთვისაც სასტიკად აწამეს. პირველად წმიდა იოანე აღესრულა. ჯალათებმა წმიდანი ხეზე მიაბეს და დიდხანს სცემეს, მერე ყინულზე დააგდეს, მოაჭრეს თითები, ენა, თავიდან ტყავი გადააძვრეს, ბოლოს გახერხეს და გვამი თხრილში გადააგდეს. წმიდა მოწამე ბარაქისეს ხელებზე გახურებული ბორკილები დაადეს, გამდნარი კალა ჩაასხეს პირში, შემდეგ კი ბორბალზე აწამეს და ასე აღესრულა. |