მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე მირაქსი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე მირაქსი ეგვიპტეში დაიბადა მე-7 საუკუნეში. ქრისტიანმა მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს, მაგრამ შემდეგ ეშმაკის ცდუნებას აჰყვა, ქრისტიანობა უარყო, ეგვიპტის ამირასთან გამოცხადდა, მახვილი აიღო ხელში და სარკინოზთა სამსახურში ჩადგა. მშობლები ძალიან წუხდნენ ძის საშინელი დაცემის გამო და მხურვალედ ლოცულობდნენ მისთვის. მაშინ ღვთის მადლმა გონება გაუნათა მირაქსს: მან წრფელი გულით შეინანა თავისი დიდი შეცოდება და შინ დაბრუნდა. მშობლებმა ნეტარს ურჩიეს, ქრისტეს საჯარო გმობა მისი საჯარო აღიარებით გამოესყიდა. წმიდა მირაქსი ასეც მოიქცა. მმართველის ბრძანებით იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში მოისროლეს(არა უგვიანეს 640 წლისა). ღვთის ნებით, წმიდანის თავი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ძვირფას ლუსკუმაში ჩააბრძანეს ეს სიწმიდე, რის შემდეგაც მისგან სურნელოვანი მირონის დენა დაიწყო. |