მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამენი: აითალე დიაკონი და აკეფსი
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: აითალე დიაკონი და აკეფსი სპარსელები იყვნენ. აკეფსი ქალაქ არბელის წარმართი ქურუმი იყო. ქრისტიანი ეპისკოპოსის ლოცვით იგი სასწაულებრივ განიკურნა სნეულებისაგან, რის შემდეგაც ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისათვის აკეფსი საპყრობილეში ჩააგდეს. მალე აქ გამოამწყვდიეს არბელის ეკლესიის დიაკონი, წმიდა აითალეც. მოწამეები მმართველის წინაშე წარადგინეს, სადაც მათ კვლავ გაბედულად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. მაშინ ურწმუნო ხელისუფლის ბრძანებით უფლის რჩეულებს თავი მოკვეთეს. |