მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი არსენი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი არსენი კონსტანტინოპოლში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების შვილი იყო.იმპერატორმა იგი მხედართმთავრად დანიშნა. ერთხელ, როცა წმიდანს თავისი ლაშქარი ხომალდებით გადაჰყავდა ზღვაზე, მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. გემები ჩაიძირა. მთელი მხედრიონიდან მხოლოდ არსენი გადარჩა. ამის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა. ამგვარი ღვაწლით სულიერად ახოვანქმნილმა მოსაგრემ მცირე აზიაში მდებარე ლატრის მთას მიაშურა და ლოცვითა და ჯვრის ნიშით მოკლა მავნე ასპიტი. შემდეგ წმიდანი მთის ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებულ კელიბორის მონასტერში დამკვიდრდა და აქ იღუმენდა იქნა დადგენილი. კიდევ უფრო მკაცრი მოღვაწეობისაკენ მოსწრაფე მამამ გარკვეულ ხნის შემდეგ დატოვა სავანე, ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ლოცვის ძალით გაასხა მხეცები და შიგ დამკვიდრდა. თანდათან მის ირგვლივ საძმო შეიკრიბა. ნეტარი, ჩვეულებრივ, მთელ კვირას განმარტოებით ატარებდა ვიწრო სენაკში, კვირადღეს კი საზრდელს ღებულობდა და ძმებს მოძღვრავდა. ბოლოს ღირსმა არსენიმ ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ანგელოზი უზიდავდა საზრდელს. ღირსი მამა მშვიდობით მიიცვალა ძმებით გარემოცული. ვარაუდობენ, რო იგი მე-8-9 საუკუნეებში მოღვაწეობდა. |