მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი იოანე მეუდაბნოე
ღირსი იოანე მეუდაბნოე (მე-4). ქრისტიანთა დევნის დროს ღვთისმოსავი ქვრივი იულიანა მცირეწლოვან შვილებთან, იოანესა და თემესტიასთან ერთად ემალებოდა წარმართებს. დედა შვილებს ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვას ასწავლიდა. დროდადრო ყრმა იოანე დადიოდა ახლომდებარე მონასტერში. ერთხელ იოანეს ერთმა ქრისტიანმა ურჩია ლოცვისათვის უფრო განმარტოებული ადგილი მოეძებნა. შვილი დედას გამოეთხოვა, მეუდაბნოე თარმუნისთან წავიდა და მისი კურთხევით უდაბნოში განმარტოვდა. ახალგაზრდა მოწამემ უდაბნოში ქვეწარმავლებით სავსე ჭა იპოვა, ილოცა და შიგ ჩავიდა. ჭის ფსკერზე უსმელ-უჭმელმა 40 დღე ლოცვაში გაატარა. შემდეგ ახალგაზრდა მეუდაბნოეს მრავალი ცდუნებების დაძლევა მოუხდა. ბოროტი სულები ღებულობდნენ დედის, დის, ნათესავების, ნაცნობების სახეს და ევედრებოდნენ ჭიდან ამოსულიყო. ამ დროს წმიდა იოანე ლოცულობდა და ბოროტი სულებიც ქრებოდნენ. ღირსი იოანე სიცოცხლის ბოლომდე ჭაში იჯდა. მასთან ანგელოზებს მიჰქონდათ საზრდელი. მისი სიკვდილი გამოეცხადა ბერ ქრისიხიოსს, რომელიც 30 წელი ცხოვრობდა უდაბნოში. გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანეს გარდაცვალების ადგილას მრავალი სასწაული აღესრულა. |