მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი პავლე -ნეოკესარიელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი პავლე -ნეოკესარიელი ეპისკოპოსი იმპერატორ ლიკინიუსის(307-324) ზეობის ჟამს ეწამა. მან სამსჯავროზე ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკად გვემეს, ხელები გახურებული რკინით დაუწვეს და ევფრატის ნაპირას მდებარე საპყრობილეში გამოკეტეს. მას შემდეგ, რაც იმპერატორი კონსტანტიენე 1(306-337) რომის იმოერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა(324) და პყრობილ ქრისტიანებს თავისუფლება მიანიჭა, წმიდა პავლე ეპისკოპოსიც სამწყსოს დაუბრუნდა. იგი მონაწილეობდა 325 წელს ნიკეაში გამათულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელზეც ამხილეს არიანელთა ერესი და სარწმუნოების სიმბოლო დაამტკიცეს. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა პატივით ისტუმრა მისი მონაწილეები და მღვდელმთავარ პავლეს დამწვარ ხელებზე ემთხვია.. წმიდა მეუფე დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. |