მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
კრება ყოვლაქწმიდისა ღვთისმშობელისა
#წმინდათა ცხოვრება ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს „ტარიგისა და მწყემსის დედის“, „სამოთხისა ბჭეთა განმღებელის“-ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად. ამიტომაც ამ დღესასწაულს ეწოდა „ კრება ყოვლადწმიდისა ღვთიესმშობელისა“ ქრისტესშობის დღესასწაულის შემდგომ ეკლესია იხსენიებს მართალ იოსებს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დამწინდველს, დავით მეფეს, მეფსალმუნეს და იაკობს, უფლის ხორციელ ძმას. წმიდა იოსებ დამწინდველი დავით მეფის ჩამომავალი იყო. პირველი ქორწინებიდან მას ოთხი ძე და ორი ასული ჰყავდა. დაქვრივების შემდეგ წმიდანი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ქალწულობის აღთქმა დადო, მღვდელმთავრებმა მისი მეურვეობა 80 წლის იოსებს მიანდეს. ნეტარს ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწული მარიამისგან ძე ღვთისა უნდა შობილიყო. იგი შეიქმნა მოწმე მწყემსებისა და მოგვების მიერ ახალშობილი მესიის თაყვანისცემისა: ღვთისმშობელი და ახალშობილი ჩვილი მაცხოვარი ჰეროდეს რისხვისთვის რომ განერიდებინა, წმიდანი, ანგელოზების მინიშნებით, მათთან ერთად გაიქცა ეგვიპტეში, აქ კი ხუროს შრომით არჩენდა ყოვლადწმიდა დედას და მის ღვთაებრივ ძეს. ბოლოს, ასი წლის ასაკში, იოსებ დამწინდველმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს(ეკლესია მას მეორეჯერაც იხსენიებს-მამამთავართა კვირიაკეს). |