მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოციქული იაკობი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა, იყო იოსებ დამწიდვნელის უფროსი ძე მისი პირველი ქორწინებიდან სოლომონიასთან. ქრისტეშობის დღესასწაულის წმიდა დღეებში იაკობ მოციქულს ხსენება იმითაა განპირობებული, რომ, გადმოცემით იგი თან ახლდა ეგვიპტეში ლტოლვილ წმიდა ოჯახს, ჩვილ იესოსთან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან და იოსებთან ერთად ცხოვრობდა, ემსახურებოდა მათ, ბოლოს კი მათთან ერთად დაბრუნდა იუდეაში. უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ იაკობი იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა და დიდი პატივისცემით სარგებლობდა როგორც ქრისტიანებს, ისე იუდეველებს შორის. ნეტარი ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის იერუსალიმის ტაძრის გუმბათიდან ჩამოაგდეს. წმიდა მოციქულ იაკობს ეკლესია 23 ოქტომბერსაც იხსენიებს. |