მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორების, კონსტანტინე მე-6 პორფიროგენეტის(780-797) და ირინეს(797-802) დროს. ამ ხარისხში იგი მოღვაწეობდა მე-7 მსოფლიო კრებაზე(787წ.), რომელზედაც ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. როცა ტახტზე ხატმბრძოლი ნიკიფორე 1 (802-811) ავიდა, ექვთიმე სხვა მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლეს. იმპერატორ ლეონ მე-5-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედუად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს- ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი-მიხეილ მე-2 ენაბრგვნილიც(820-829) ხატთაყვანისცემის წესის უარყოფას მოითხოვდა წმიდანისაგან, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნეტარი მოწამე მესამედ გადაასახლეს- ამჯერად კუნძულ კრეტაზე. ხატმრძოლი იმპერატორის, თეოფილეს(829-842) ბრძანებით, რომელმაც ტახტზე მიხეილი შეცვალა, წმიდა ექვთიმეს წამებით ამოხადეს სული. |