მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, გამომეტყველნი, იერუსალიმში დაიბადნენ, ქრისტიანულ ოჯახში. თეოდორე უფროსი იყო. იგი ბავშვობიდანვე გაურბოდა ყმაწვილურ გართობა-მხიერულებას და და საეკლესიო მსახურებაზე დასწრება უყვარდა. უმცროს ძმასთან, თეოფანესტან (ხს.11 ოქტომბერს) ერთად წმიდანი ხუცესს მიაბარეს აღსაზრდელად საბა განწმენდილის ლავრაში. შემდგომში ძმები ბერად აღკვეცეს, რამდენიმე ხანში კი მღვდელ-მონაზვნებად აკურთხეს. მას შემდეგ, რაც ხატმბრძოლმა ლეონ მე-5 სომეხმა (813-820) კეთილმსახური მეფე მიხეილ 1( 811-813) ტახტიდან ჩამოაგდო და ხატმბრძოლთა მწვალებლობის მფარველობა დაიწყო, იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანები კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად. ბიზანტიის დედაქალაქში ჩასულმა თეოდორემ და თეოფანემ სიტყვიერ პაექრობაში დაამარცხეს უსჯულო ლეონ მე-5. ამით განრისხებულმა იმერატორმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ძმები, შემდეგ კი ორივე გადაასახლა. ღვთის ნებით უსჯულო ლეონი მალევე აღესრულა თავისი კარისკაცების ხელით. ახალმა იმპერატორმა, მიხეილ მე-2-მ (820-829), რომელიც სრულიად გულგრილიმიყო სასულიერო საკითხისადმი, სარწმუნოებისათვის პყრობილი ყველა ტუსაღი, მათ შორის თეოდორე და თეოფანეც, გაათავისუფლა. 829 წელს ტახტზე ავიდა მწვალებელი თეოფილე (829-842), რომელმაც კვლავ განაახლა ხატთაყვანისმცემელთა დევნა. წმიდა ძმები ისევ გადაასახლეს. რამდენიმე ხანში თეოდორე და თეოფანე უკან გამოიწვიეს. ამჯერად ისინი სასტიკად გვემეს: გახურებული ნემსებით სახეებზე ამოაკაწრეს თითქოსდა მათი განსაქიქებელი წარწერები-12 სალექსო სტრიქონი, რომელშიც აღმსარებლები „ცრურწმენის ჭურჭლებად“იყვნენ მოხენიებულნი. წამების წინ ქალაქის ეპარქმა თეოდორეს სთხოვა, ერთადერთხელ ზიარებულიყო ხატმბრძოლებთან ერთად და ამისათვის თავისუფლები მინიჭება აღუთქვა, მაგრამ ნეტარმა მოწამემ უპასუხა:“ეს იმას ნიშნავს რომ მითხრათ:“ჩვენ მხოლოდ თავს მოგჭრით, შემდეგ კი წადი საითაც გენებოს“. წამების შემდგომ წმიდა ძმები დაბა აპამეის საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც წმიდა თეოდორე გარდაიცვალა დაახ. 840 წელს. წმიდა თეოფანე ხატმრძოლთა ერესის დაგმობას და სრულ დამარცხებას შეესწრო და ნიკეის ეპისკოპოსის ხარისხსი აღესრულა. ღირს თეოფანეს ეკუთვნის მრავალი თხაულება მართლმადიდებლობის დასაცავად. ღირსმოწამე თეოდორეს წმიდა ნაწილები პატივით გადაასვენეს ქალაქ ქალკედონსი, სადაც მათგან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. |