| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა აპოლონ მოციქული
#წმინდათა ცხოვრება წმიდა აპოლონ მოციქულზე „მოციქულთა საქმეებში“ ასეა მოთხრობილი: „ჰურია ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ... ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუასთვის და იცოდა ნათლის-ცემა. ხოლო იოვანესი; ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკვლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად რე უთხრეს მას გზაი იგი უფლისა; და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღსვლად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაი მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ; რამეთუ ძლიერად პურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ“. (საქმე: 18, 24-28). წმიდა აპოლონი ერთგულად ეხმარებოდა მოციქულ პავლეს. მოციქულთა თავი კორინთოში ქრისტიანობის გავრცელებაზე ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“. მოგვიანებით წმიდა აპოლონი სმირნის ეპისკოპოსი გახდა. |