მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი თეოდორა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა მე-10 საუკუნის პირველ ნახევარში. იგი გათხოვდა, მაგრამ მეუღლე მალევე გარდაეცვალა. ახალგაზრდა ქვრივი თავდაპირველად გლახაკთა და მწირთა მსახურებით ცდილობდა, სათნოჰყოფოდა ღმერთს, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა და მისსავე სახლში, განკრძალულ სენაკში დამკვიდრებული ღირსი ვასილი ახლის (ხს.26 მარტს) ხელმძღვანელობით შეუდგა მოღვაწეობას. წმიდა დედა ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა 940 წელს. |