მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მღვდელმოწამე თეოგენი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო მე-4 საუკუნის დასაწყისში. იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ტრიბუნმა ზალიკინტიუსმა მოსთხოვა მას, ნებსით განეცხადებინა უარი მღვდელთმთავრის წოდებაზე და სამხედრო სამსახურში შესულიყო. მან მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანმა საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა, მაშინ მას ზღვაში დახრჩობა მიუსაჯეს. თეოგენმა დრო ითხოვა ლოცვისათვის. ლოცვისას კი ისე გაბრწყინდა, რომ მენავეები და ზოგი იმ მეომართაგანი, რომელთაც წმიდანის დახრჩობა ჰქონდათ დავალებული, ქრისტიანობაზე მოექცა. სხვებმა მაინც გაბედეს და წმიდანი ზღვაში გადააგდეს. ეს მოხდა 320 წელს, მოგვიანებით ქრისტიანებმა წყლიდან გამოასვენეს მღვდელმთავრის უხრწნელი სხეული და ქალაქის გალავანთან დაკრძალეს. აქ შემდგომში უამრავი კურნება აღესრულებოდა. |