მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე მერტი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე მერტი მხედარი იყო.იგი ქრისტეს აღსარებისათვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლიტიანეს(284-305) დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, ამისთვის იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ჭრილობებისგან დაუძლურებულს ამოხდა სული. წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი(ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისათვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა:“მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ ვუარყოფ და ცრუღმერთებს მსხვერპლს არ შევწირავ!“ ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს. |