მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი, წმიდა ქალწულ ევპრაქიას(ხს.25 ივლისს) დედა იყო. მისი მეუღლე, კეთილმსახური სენატორი ანტიგონა, იმპერატორ თეოდოსი დიდს(379-395) ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. მან ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები გაიღო, ბილოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა. მონაზვნების სიწმიდით მოხიბლუოლი ევპარქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის ასულთან ერთად, ბავშვმა მალე მონაზვნობის სურვილიც გამოთქვა, რამაც დედა ძაან გაახარა, მონასტრის იღუმენიამ, თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა. ევპრაქსია უფროსი განაგრძობდა ქველმოქმედებას, მარხვა გაამკაცრა, ლოცვებს უმატა. განჭვრეტის ნიჭის მქონე დედა თეოდულამ მას წინასწარ ამცნო აღსასრულის მოახლოება. ღირსმა ევპრაქსიამ მადლობა შესწირა უფალს, გამოემშვიდობა მონასტრის დებს, თავისი ასული კი უკანასკნელად ასე დამოძღვრა:“გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და მოწიწებით ძრწოდე მის წინაშე; დებს პატივი ეცი და იმის გაფიქრებასაც კი ნუ გაბედავ, რომ შენ მათზე მაღლა დგეხარ და შეგიძლია ისინი იმსახურო; სულის სიგლახაკე მოიგე, რომ სულიერი საგანძურით სარგებლობა შეგეძლოს“. სამი დღის შემდეგ დედამ უფალს შეჰვედრა სული და იმავე სავანეში დაკრძალეს, სადაც მისი ასული განაგრძობდა მოღვაწეობას. |