მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ზოსიმე სირაკუზელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ზოსიმე სირაკუზელის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. უფალმა ისმინა ღვთისმოსავი მშობლების ვედრება და მათ ვაჟი უბოძა. 7 წლის ზოსიმე მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად, წლების შემდეგ იქვე აღიკვეცა ბერად, 40 წლის მანძილზე წინამძღვრობდა მონასტერს, შემდეგ კი სირაკუზის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდა ზოსიმე გამოირჩეოდა გულმოწყალებით და უანგარობით, სამწყსოს მოძღვრავდა სიტყვით და პირადი მაგალითით. სიცოცხლის ბოლოს ზოსიმე დაავადმყოფდა, მაგრამ განსაცდელი დიდსულოვნად და მოთმინებით აიტანა. დაახ.662 წელს 13 წლის მწყემსმთავრობის შემდეგ წმიდა ზოსიმე გარდაიცვალა. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა. |