მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ათანასე დიდი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების იჯახში. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე სრულად წმიდა წერილი შეისწავლა. მომავალი მღვდელმთავარი სიყრმიდანვე გაიცნო ალექსანდრიის პატრიარქმა, წმიდა ალექსანდრემ(ხს.29 მაისს). ერთხელ ბავშვები, მათთან ერტად ათანასეც, ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ. ქრისტიანმა ბავშვებმა გადაწყვიტეს, მოენათლათ თანატოლი წარმარტები. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა „ეპისკოპოსად „ აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა სიტყვები, რომელიც ეკლესიაში გაეგონა. პატრიარქი ფანჯრიდან უყურებდა ამ სცენას, მან ბავშვები და მათი მსობლები თავისთან მიიხმო, დიდხანს საუბრობდა მათთან და დაარწმუნა, რომ ბავშვების მიერ თამაშით შესრულებული ნათლისღება ეკლესიის წესს სრულიად შეესაბამებოდა, ნათლობა აღსრულებულად ჩათვალა და მხოლოდ მირონცხების საიდუმლო ჩაატარა. იმ დღიდან პატრიარქი აკვირდებოდა ყრმა ათანასეს ზრდას, ჯერ წიგნისმკითხველად დაადგინა, შემდეგ კი დიაკვნადაც აკურთხა. ამ დროს დაწერა წმიდანმა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი:“წარმართთა წინააღმდეგ“ და „განხორციელებისათვის“. 325 წელს დიაკვანი ათანასე ახლდა პატრიარქ ალექსანდრეს პირველ მსოფლიო კრებაზე ნიკეაში. კრებაზე წმიდა ათანასემ ამხილა არიოსის ერესი და მოითხოვა, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებნათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება:“ერთარსი მამისა.“ ეს სიტყვა მოიწონეს კრების მართლმადიდებელმა მამებმა, აშკარა და ფარულმა არიანელებმა კო მოიძულეს ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას. წმიდა პატრიარქის, ალექსანდერს გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრის კათედრაზე ერთსულოვნად აირჩიეს წმიდა ათანასე. ის დიდხანს უარობდა, უღირსად მიიჩნევდა თავს, მაგრამ არ შეიძლებოდა მთელი ეპარქიის სურვილის უგულებელყოფა-28 წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 47 წლის მანძილზე მართავდა სამწყსოს წმიდა ათანასე, ამ დროის განმავლობაში მას უამრავი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე გაასახლეს ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; 20 წელი იდევნებოდა წმიდანი: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა. იყო დრო, როცა „მთელ ქვეყანას აღმოხდა გმინვა, რადგან თავისდა გასაოცრად, არიოზის მიმდევრად იგრძნო თავი“, მწვალებელთა მახეს ანრიდებული ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი-ათანასე კი უკაცრიელი თავშესაფრიდან ადევნებდა თვალს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს, წერდა ეპისტოლეებს და ტრაქტატებს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ და მტკიცე ბურჯად ედგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. არიანელ ეპისკოპოსთა ცრუკრებაზე წმიდანს მღვდელმთავრის ხარისხიც კი აჰყარეს. როდესაც იულიანე განდგომილმა(361-363) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მისი რისხვა პირველი სწორედ ათანასეს დაატყდა. იულიანეს მისი მოკვდინებით გამანადგურებელი დარტყმის მიყენება უნდოდა ქრისტიანობისათვის, მაგრამ უმალ თვითონ აღესრულა. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი იულიანეს უკანასკნელი სიტყვები იყო:“შენ გაიმარჯვე გალილეველო!“ იოანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ წმიდა ათანასე 7 წელი მართავდა სამყსოს და აღესრულა 373 წელს, 76 წლის ასაკში. ჩვენამდე მოღწეულია წმიდა ათანასეს მრავალი თხზულება. წმიდა ათანასეს ეკლესია იხსენიებს ორჯერ-2 მაისს და 18 იანვარს. |