მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელომოწამე ზაქარია
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე ზაქარიას, კორინტოს ეპისკოპოსს 1684 წელს თურქებმა ცილი დასწამეს - ფრანგებთან მიმოწერაში დასდეს ბრალი, სასტიკად სცემეს და სასამართლოზე წარადგინეს. მოსამართლემ მას დაკითხვის გარეშე შესთავაზა ისლამის მიღება, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი საწამებლად გადასცა და საპყრობილეში ჩააგდო. დიდმარხვის მესამე კვირიაკეს - ჯვართაყვანისცემის დღესასწაულის შემდეგ, წმიდა ზაქარიას თავი მოჰკვეთეს.