მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამენი: ინა, პინა და რიმა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი: ინა, პინა და რიმა ანდრია მოციქულის მოწაფეები იყვნენ; წარმოშობით სლავები, სამხრეთ სკვითიიდან. ისინი სახარებას ქადაგებდნენ ბარბაროსთა შორის,მრავალი მოაქციეს და მონათლეს. ამისთვის ადგილობრივმა მთავარმა წმიდანები შეიპყრო და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. აღმსარებლებმა მხნედ აღიარეს ქრისტე. იმ ხანებში სასტიკი ზამთარი იდგა. მდინარეები ისე იყო მოყინული, რომ მაზე საზიდრებიან ცხენებსაც შეეძლოთ გადასვლა. მთავარმა ბრძანა, ყინულჭრილში გრძელი ძელები ჩაეწყოთ, წმიდანები მათზე მიებათ და ნელ-ნელა ჩაეშვათ გათოშილ წყალში. როცა ყინულმა მოწამეთა კისრებს უწია, საშინელი ყინვით გატანჯულმა მარტვილებმა სული უფალს შეჰვედრეს. |