მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა პავლინე მოწყალე
წმიდა პავლე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი (431) წმიდა პავლინე მოწყალე ნოლანის ეოისკოპოსი ქალაქ ბორდოში(საფრანგეთი) მცხოვრები მდიდარი და კეთილშობილი ოჯახის შვილი იყო. თავისი საოცარი განსწავლულობის წყალობით, ოცი წლის ჭაბუკი რომის სენატორად იქნა არჩეული, შემდეგ-კონსულად, ბოლოს კი კამპანიის ოლქის(იტალია) გუბერნატორიც გახდა. 25 წლის იყო პავლინე, როდესაც მეუღკლესთან ერთად ქრისტიანობაზე მოექცა. ამის შემდეგ მან მთლიანად შეიცვალა ცხოვრების წესი: სამკვიდრებელი გაყიდა და მიღებული საზღაური გლახაკებს დაურიგა. უშვილო ცოლ-ქმარი უპოვარ ობლებს ივრდომებდა და ღვთისმოშიშებით ზრდიდა. შემდეგ კი, განმარტოებული ცხოვრების მაძიებელმა პავლინემ ესპანეთის ქალაქ ბარსელონას მიაშურა. ასკეტური ცხოვრებით სახელგანთქმულ მოღვაწეს 393 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. მალე მან დატოვა ესპანეთი და იტალიის ქალაქ ნოლანისკენ გაემართა, სადაც ეპისკოპოსად იქნა არჩეული. ერთხელ ვანდალები თავს დაესხნენ იტალიას, გაძარცვეს და მრავალი ადამიანი აფრიკაში ტყვედ წაასხეს. პავლინე მთელ საეკლესიო ქონებას მათ გამოსყიდვას ახმარდა. როცა წმიდანმა ერთი ქვრივი დედაკაცის შვილის გამოსასყიდად სახსრები ვერ მოიძია, მის მაგივრად თვითონ წავიდა ტყვეობაში და ვანდალი მთავრის მსახურება იტვირთა. როცა წმიდანის ამგვარი საქციელის შესახებ შეიტყო, ვანდალტა მეთაურმა წმიდანი გაათავისუფლა. მის შუამდგომლობით თავისუფლება მოიპოვეს სხვა პყრობილებმაც. მოყვასის სიყვარულით აღსავსე ღირსი პავლინე უშურველად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, აშენებდა ტაძრებს, წერდა ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებს. წმიდანი გარდაიცვალა 431 წლის 22 ივნისს, 78 წლის ასაკში. მისი წმიდა ნაწილები რომში, წმიდა მოციქულ ბართლომეს ტაძარში დაასვენეს |