მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამენი:ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები, ტიმოთე და აღაპი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი:ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები, ტიმოთე და აღაპი მე-3 საუკუნეში ცხოვრობდნენ რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეუპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მთას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეობდნენ მისი მოწაფეები:აღაპი და ტიმოთე. მოწამეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და იქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს რჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიპყრო და სასტიკად აწამა. მათ ახოვნად დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ. ქრისტეს ტარიგთა ცხედრები კოცონში ჩაყარეს, მაგრამ სიწმიდეს ალი არ გაეკარა. ადგილობრივმა ქრისტიენებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას. |