მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირს სვიმეონს
#წმინდათა ცხოვრება ღირს სვიმეონს (დაახ.390) ძველს უწოდებენ სვიმეონ მესვეტისაგა(ხს.1 სექტემბერს) განსასვავებლად. იგი ბავშვობაში გავიდა სირიის უდაბნოში, ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და იქ ატარებდა დღეებს განუწყვეტელი ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით: წმიდა მამა მხოლოდ გამოქვაბულის ირგვლივ ამოზრდილი ბალახებით იკვებებოდა. როცა წმიდანის მოღვაწეობის ამბავი გახმაურდა, მასთან სულიერი დამოძღვრის მსურველებმა იწყეს სიარული. განმარტოების მაძიებელმა მამამ რამდენჯერმე გამოიცვალა დაყუდების ადგილი, ბოლოს, ღვთის მინიშნებით, ამანის ქედის ერთ-ერთ მთაზე დაემკვიდრა, იქ მან ორი სავანე ააგო და სიცოცხლის ბოლომდე კეთილად განაგებდა ძმათა ცხოვრებას. |