მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი ფინიკიაში ეწამნენ 312 წელს. წმიდანები ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ საპყრობილეში ჩაყარეს და მხეცები მიუშვეს მათზე. ნადირებმა პირი არ დააკარეს მარტვილებს. უფალმა ყურად იღო თავისი რჩეულების ლოცვა და მშვიდობით შეივედრა მათი სულები. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამეთა ცხედრები. |