მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი, კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული
წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მიოწამენი (მე-3) წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი, კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი მე-3 საუკუნეში ეწამნენ. წმიდა კენსორინე რომაელი იმერატორის, კლავდიუს მე-2-ის (268-270) უახლესი კარისკაცი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისათვის შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ლოცვის ძალით მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მოწმე საპყრობილეს მცველმა ოცმა მხედარმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის მათ კენსორინესტან ერთად თავები მოჰკვეთეს, იმავე ხანებში დაკითხვაზე მიიყვანეს ქალწული ქრისია, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე. იგი მხეცურად აწამეს, შემდეგ კი ზღვაში დაახრჩვეს. წმიდა საბინე სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა მარტვილმა ტანჯვაში შევედრა სული უფალს. წმიდა ქრისიასთან ერტად ეწამნენ:ფილილე, ჰერკულინე, ვენერიუსი, სტირაკინი, მინა, კომოდი, ერმი, მავროსი, ევსები, რუსტიკე, მონაგრეოსი, ამანდინე, ოლიმპიუსი, კვიპროსი, თეოდორე ტრიბუნი, მაქსიმე ხუცესი, არქელაოს დიაკონი და კვირინე ეპისკოპოსი. წმიდა იპოლიტემ, როცა მოწამეთა ტანჯვის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე გამოცხადდა, მტარვალს სისხლისმსმელი უწოდა და უღმერთობაში ამხილა იგი. გამძვინვარებულმა მსაჯულმა მხცოვანი მღვდელმთავარი სასტიკად ტანჯა, ბოლოს კი, ხელ-ფეხშეკრული ზღვაში ჩააგდებინა. ეს მოხდა 268 წელს. |