მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე, მდიდარი პონტოელების შვილი იყო. იგი იმპერატორ ვალენტის(364-378) კარზე მსახურობდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი განერიდა ამსოფელს და ანტიოქიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში დასახლდა. 40 წელი მოსაგრეობდა იგი ამ მღვიმეში, ყოველ კვირადღეს ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა. მას სენაკში არც საწოლი ჰქონდა, არც კერა, ღებულობდა მხოლოდ პურსა და წყალს, რომელიც ძალიან შორიდან მოჰქონდა ძნელად სავალი გზით. წმიდა ზენონი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა საღვთო წიგნებს, რომლებიც მასთან სულიერი დამოძღვრისთვის მისულებს მიჰქონდათ. ღვთაებრივი მადლით აღსავსე ნეტარი მოსაგრე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი გარდაიცვალა მე-5 ს-ის დასაწყისში. |