მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე თეოდორე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე თეოდორე ქალაქ მიტილენეში დაიბადა, დაოჯახდა და შვილებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით ზრდიდა. მოხდა ისე, რომ მან უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალე სინანულში ჩავარდა, დატოვა ოჯახი და ათონის მთას მიაშურა.წმიდა მამამ მონასტერშიც ვერ ჰპოვა მოსვენება და მწარედ განიცდიდა მომხდარს. დიდი სულიერი მზადებისა და თხოვნის შემდეგ მოძღვარმა, მოწამეობის სურვილით ანთებული წმიდა თეოფილე მაჰმადიანთა სამსჯავროს წინაშე ქრისტეს აღსარებისათვის აკურთხა. განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, საშინლად ეტანჯათ მოწამე, რის შემდეგაც იგი თოკით დაახრჩვეს და ზღვაში ჩააგდეს. ქრისტიანებმა წმიდა მარტვილის ცხედარი იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. |