მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მირქმა (მიგებება) უფლისა ღვტისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
#წმინდათა ცხოვრება მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, მაგრამ მე-6 საუკუნემდე იგი გამორცეული თეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს(527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მოწისძვრა, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას სხვა დაერთო-შავი ჭირის ეპიდემია, ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ და როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ განაჩინა, მირქმა(მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი აღენიშნათ უფრო საზეიმოდ. |