მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ვლასი კესარიელი-ვუკოლი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ვლასი კესარიელი-ვუკოლი, წარმოშობით კაბადოკიის კესარიიდან(მცირე აზია) იყო და მწყემსობით ირჩენდა თავს(„ვუკოლი“ ბერძნულად მწყემსს ნიშნავს). როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა ვლასი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ის საშინლად აწამეს, ხარის ძარღვებით სცემეს, მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის ნებით, წმიდანს არაფერი ვნებია. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე. მმართველს უნდოდა შემოკრებილი ხალხი დაერწმუნებინა, რომ წყალი გაცივდა და ამიტომ ვერ ავნო უფლის რჩეულს, გონებადაკარგული ქვაბში გადაეშვა და მაშინვე აღესრულა. წმიდა ვლასიმ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და მვიდობით მიიცვალა. მისი კომბალი მიწაში ჩაარჭვეს, მან ფესვები გაიდგა, უზარმაზარ ხედ იქცა და ტოტებით დაფარა იმ ტაძრის საკუთხეველი, რომელშიც მისი წმიდა ნაწილები იყო დასვენებული. |