მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მარკიანე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მარკიანე ახალგაზრდობაშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას. უდაბნოში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო მარტოობაში, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. ღამით, ფსალმუნთა გალობისას წმიდანი არასდროს ანთებდა სანთელს, რადგან მისი სენაკი ღვთაებრივი შუქით იყო განათებული. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა ფლაბიანემ (ხს.18 თებერვალს) და სხვა ეპისკოპოსებმა წმიდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, მაგრამ წმიდანმა ვერ დათმო განდეგილობით მოპოვებული უფალთან სიახლოვე. ღირსი მამა რჩევა-დარიგებებისათვის მისულებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა. აღსასრულის წიმ წმიდანმა თავის მოწაფეს, ევსების დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი კელიისგან მოშორებით. გარდაიცვალა მე-4 საუკუნის ბოლოს. ღირსი მარკიანე 18 იანვარსაც იხსენიება. |