მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ბარსანოფი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ბარსანოფი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე მეტად თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ამბა სერიდის მონასტერში მისული მამა ტაძრის მახლობლად, მცირე სენაკში დამკვიდრდა(აღმოსავლეთში სენაკები ხშირად კლდის გამოქვაბულებს წარმოადგენდა). მომავალში ამ სენაკში დაეყუდა და იქ სიკვდილამდე, 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი მოწაფე ღირსი იოანე, წმიდა ბერსანოფი კი სხვა, ვიწრო სამყოფელში გადავიდა, ისევ მონასტრის მახლობლად. ადამიანთაგან განრიდებულმა მოსაგრემ 50 წელი გაატარა სრულ მდუმარებასა და ლოცვაში. იგი მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა. დაყუდებაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ წმიდა მამამ სულიერი შეწევნის მთხივნელთა დამოძღვრა დაიწყო. კითხვებზე პასუხს ის ღირსი იოანეს და ამბა სერიდის მეშვეობით აძლევდა მომსვლელებს, ზოგჯერ კი იოანეს ავალებდა მათ დამოძღვრას. ამბა სერიდი წმიდანის პასუხებს იწერდა. ღირსმა ბარსანოფიმ უდრტვინველად დაითმინა მრავალი მძიმე სნეულება და განსაცდელი, რის შემდგომაც უფალმა სასწაულქმედებისა და წინასწარცნობის მადლით დააჯილდოვა. სნეულები და შეჭირვებულები შვებას პოულობდნენ წმიდა მამის სახელის ხსენებით და მის მიერ ნაკურთხი ნივთების შეხებით |