მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე იულიანე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე იულიანე ფინიკიის ქალაქ ემესიდან იყო. იგი 312 წელს ეწამა, იმპერატორ მაქსიმინეს(305-313) ზეობისას. იულიანე დახელოვნებული მკურნალი იყო, კურნავდა როგორც ხორციელ, ასევე სულიერ ავადმყოფებსაც და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. როცა წმიდა მოწამეები-ეპისკოპოსი სილუანე, დიაკონი ლუკა, და მოკი მკითხველი(ხს.29 იანვარს) მხეცების დასაგლეჯად მიჰყავდათ, იულიანე ამხნევებდა და განამტკიცებდა მათ, რისთვისაც იგი სეიპყრეს, კლდის ვიწრო ნაპრალში შეამწყვდიეს და მიაჭედეს კლდეზე, ჯვარცმული ქრისტეს მსგავსად. |