მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მართალი დედოფალი თეოდორა
#წმინდათა ცხოვრება მართალი დედოფალი თეოდორა ბიზანტიის ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს(829-842) მეუღლე იყო, მაგრამ არ თანაუგრძნობდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ, 842 -855 წლებში წმიდა თეოდორა მცირეწლოვანი შვილის, მიხეილის ნაცვლად განაგებდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. მართალმა თეოდორამ ეკლესიისათვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე-მიხეილი(842-867) მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა. როცა მიხეილი წამოიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა(ცნობილი მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა გარდაიცვალა დაახლოებით 867 წელს. |