მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მარუთი ეოისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მარუთი ეოისკოპოსი მონაწილეობდა კონსტანტინოპოლში გამართულ მე-2 მსოფლიო(381) და მესალიანელთა წინააღმდეგ მიმართულ ანტიოქიის ადგილობრივ კრებებში(383). 403-404 წლებში წმიდანი ორჯერ შეხვდა იმპერატორ არკადის, სპარსელი ქრისტიანების გასაჭირი ამცნო და დახმარება გამოითხოვა; იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ღირსი მამა ორჯერ გაგზავნა შაჰ იეზდიგერდთან იმპერიასა და სპარსეთს შორის საზავო ხელშეკრულების დადების თაობაზე მოსალაპარაკებლად. 414 წელს მარუთი, იეზდეგირდის კარზე ელჩად მსახურობდა, მან კეთილგანაწყო მეფე ქრისტიანების მიმართ და ხელი შეუწყო სპარსეთში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარების თავისუფლების გამოცხადებას. მან აღადგინა საპორის დევნისას დანგეული ტაძრები, გამოითხოვა სპარსელ წმიდა მოწამეთა ნაწილები და ისინი მარტიროპოლისში(ტიგრიტში) გადაასვენა; წმიდანი გარდაიცვალა დაახ.422 წელს, მოგვიანებით მისი ნეშტი ეგვიპტეში გადაასვენეს და სკიტის უდაბნოში დააბრძანეს. |