მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე თეოდორე ბიზანტიელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე თეოდორე ბიზანტიელი კონსტანტინოპოლის მახლობლად დაიბადა. ბავშვობაში იგი გაამაჰმადიანეს, შემდეგ კი დაუბრუნდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, რისთვისაც თურქებმა სასტიკი წამების შემდეგ ჩამოახრჩვეს(1795). ღირსი თეოდოსი გრიგოლ სინელის(ხს.8 აგვისტოს) სულიერი შვილი იყო. წმიდა გრიგოლის მონასტერი შევიწროებული იყო ყაჩაღთა თავდასხმებით. იღუმენმა ღირსი თეოდოსი ბულგარეთის მეფესთან, ალექსანდრესთან გაგზავნა დახმარების სათხოვნელად. კეთილმსახურმა ხელმწიფემ უხვი შეწირულობანი გაიღო სავანის გალავნით შემოსაზღუდად და მონასტრისათვის ნახირიც შეიძინა. სამეფო კარზე უკანასკნელად ყოფნის დროს თეოდოსისთან ერთი დიდებული მივიდა და სთხოვა, ისიც თან წაეყვანა სავანეში. ეს იყო რომანოზი, რომელიც შემდგომში ღირსი მამის გულწრფელი და საყვარელი მოწაფე გახდა. გრიგოლ სინელის სიკვდილის შემდეგ თეოდოსიმ უარი განაცხადა წინამძღვრობაზე, რომანოზთან ერთად დატოვა მონასტერი და ქალაქ ტირნოვის მახლობლად საკუთარი სავანე დააარსა. წმიდა მამამ სახელი გაითქვა მართლმადიდებლური მოძღვრების ქადაგებით. აღსანიშნავია მისი ღვაწლი წმიდა მამათა ნაწერების ბერძნულიდან სლავურ ენაზე თარგმნაში. 1360 წელს წმიდანი ძლიერ დაავადდა. მან მონასტერზე ზრუნვა თავის მოწაფეს, რომანოზს გადააბარა, თვითონ კი მეგობრის, ღირსი კალისტეს მოსანახულებლად გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც გარდაიცვალა 1362 წელს. |