მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ფლაბიანე აღმსარებელი
წმიდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (449-450) წმიდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი წმიდა მეფის, თეოდოსი უმცროსის(408-450) და მისი დის, კეთილმსახური დედოფლის, პულქერიას(453;ხს.10 სექტემბერს) ზეობისას განაგებდა ეკლესიას. ამ დროს ქრისტეს სამწყსოს ერთობას მომწამვლელმა ერეტიკულმა სწავლებებმა საფრთხე შეუქმნა. 448 წელს, მღვდელმთავარ ფაბლიანეს ძალისხმევით, კონსტანტინოპოლში მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც განიხილა და დაგმო ევტიქის ერესი, თავის ცდომაზე ჯიუტად მდგარი მღვდელმსახურნი კი ეკლესიიდან განკვეთა და ხარისხი აჰყარა. მწალებელს ძლიერი მფარველი ჰყავდა იმპერატორთან დაახლოებული საჭურისის, ქრისანთეს სახით. ამ უკანასკნელმა ინტრიგების მეშვეობით ევტიქის მხარეს გადაიბირა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი დიოსკორე და იმპერატორისგან გამოითხოვა ნებართვა ეფესოში კრების მოწვევისა, რომელიც შემდგომ „ავაზაკთა კრების“ სახელით გახდა ცნობილი.“ ავაზაკთა კრებას“ დიოსკორე თავჯდომარეობდა.მან მუქარის და ძალის გამოყენებით მიაღწია ევტიქის გამართლებას და ფლაბიანეს დაგმობას. ამის შემდეგ ფლაბიანეს მძიმე ბორკილები დაადეს და ეფესოდან გაძევება მიუსაჯეს, მაგრამ უფალმა აარიდა თავის რჩეულს შემდგომი სატანჯველები და შეივედრა მისი სული(449). კეთილმსახურმა პალქერიამ სასახლე დატოვა, მაგრამ მალე ქრისანტეს ინტრიგები გამოაშკარავდა, რის შემდგომაც მეფემ გადააყენა იგი, თავისი და კი ისევ დაიახლოვა. პულქერიას ძალისხმევით წმიდა პატრიარქ ფლაბიანეს უხრწნელი ნაწილები პატივით გადასვენდა ეფესოდან კონსტანტინოპოლში. |