მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ტიმოთე მეუდაბნოე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ტიმოთე მეუდაბნოე, იტალიელი ბერი, მოღვაწეობდა მცირე აზიაში. ოლიმპოს მთასთან მდებარე „სიმბოლოებად“ წოდებულ მონასტერში, რომლის არქიმანდრიტი ღირსი თეოქტისტე იყო. წმიდანმა გამუდმებული ღვაწლით სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და უფლისაგან სნეულებათა კურნების და არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიემადლა. მან მრავალი წელი დაჰყო განდეგილობაში და გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 795 წელს. |